კიევში ტელეკომპანია NewsOne-ის შენობის ბლოკირება მოახდინეს [ფოტოები]
კიევში ტელეკომპანია NewsOne-ის შენობის ბლოკირება მოახდინეს [ფოტოები]

კიევში უცნობმა პირებმა ტელეკომპანია NewsOne-ის შენობის ბლოკირება მოახდინეს. როგორც ცნობილია, აღნიშნული ტელეარხი სახალხო დეპუტატს, „რეგიონების პარტიის“ წევრს ევგენი მურაევს ეკუთვნის.

როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, შენობასთან სამხედრო ფორმიანი ადამიანები მივიდნენ, რომლებიც საკუთარ თავს „აქტივისტებს“ უწოდებენ. მათ შენობის შესასვლელი რკინის მავთულხლართებით აქვთ ბლოკირებული.

NewsOne-ის რედაქციაში მიიჩნევენ, რომ აქტივისტების გამოჩენა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ტელეკომპანია ერთადერთა, რომელიც ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას პირდაპირ ეთერში აჩვენებდა.

ტელეკომპანიის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „აქტივისტები“ არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. მათი თქმით, ტელეკოპმანიის მფლობელმა მურაევმა ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან ევრომაიდანის სახელით ცნობილ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალება უწოდა.