8 თებერვლიდან დევნილთა სააგენტოს მისაღები ცენტრი მუშაობას განაახლებს
8 თებერვლიდან დევნილთა სააგენტოს მისაღები ცენტრი მუშაობას განაახლებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები ცენტრი მუშაობას, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით, 8 თებერვლიდან განაახლებს. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მუშაობას განაახლებენ სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოების მისაღები ცენტრებიც რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში. სამუშაო დრო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისაღები ცენტრია – ქ. თბილისი, თამარაშვილის ქუჩა N15ა; სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოებია: ქ. გორი, სამების ქუჩა N1; ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა; ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27; ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.