7x7 ფეხბურთში მასტერ ლიგა იწყება
7x7 ფეხბურთში მასტერ ლიგა იწყება

დღეს, 7 მაისს, 7×7 ფეხბურთში საქართველოს სამოყვარულო ჩემპიონატის, „მასტერ ლიგის“ გათამაშება იწყება. თამაშები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

ტურნირი ამ სახეობის ფეხბურთში საქართველოში პირველად გაიმართება და ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი იქნება. წინასწარი ინფორმაციით, მთავარი პრიზისთვის 212 გუნდი იბრძოლებს.

7×7 ფეხბურთის ასოციაციის პროექტის – მასტერ ლიგის პირველი, ისტორიული მატჩი, 7 მაისს, 21:15 საათზე, „მზიურის“ სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს თბილისის მერიისა და კრწანისის გუნდები დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.