77:87 - საქართველო გერმანიასთან დამარცხდა (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში საქართველომ გერმანიას უმასპინძლა და 77:87 დამარცხდა.

მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო და მათ პირველი მეოთხედი 10 ქულიანი უპირატესობით 17:27 მოიგეს. ქართველი კალათბურთელები სხვაობის შემცირებას ახერხებდნენ, თუმცა შეცდომებს უშვებდნენ და მეტოქეს კომფორტული უპირატესობის შენარჩუნების საშუალებას აძლევდნენ. პირველი ტაიმი 38:51 დასრულდა.

მასპინძელთათვის ყველაზე წარმატებული მე-3 მეოთხედი გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა მეოთხედის მოგება 6 ქულიანი უპირატესობით მოახერხა, ანგარიშში სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა და დაპირისპირება ინტრიგა დაუბრუნა.

სამწუხაროდ, მატჩის ბოლო მეოთხედი პირველი ორის მსგავსად წარიმართა. გერმანელებმა 10 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და ხელიდან აღარ გაუშვიათ.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მაიკლ დიქსონი იყო 26 ქულით. მიხეილ ბერიშვილმა 15 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სტუმართა შორის თავი 15 ქულით საიბომ გამოიჩინა.

გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრაში, 29 ივნისს, სერბეთს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიის ნაკრები 23 თებერვალს სტუმრად, ანგარიშით 64:78 დაამარცხა.