გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ლიზა ლხინაძემ და ირაკლი მიქელაძემ მოიგეს | რაპირით ფარიკაობა
ქუთაისის სპორტის სასახლეში, ფარიკაობაში კადეტთა შორის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გალაკტიონ ჩიქოვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გრძელდება.
დღეს ჩემპიონები და პრიზიორები რაპირით ფარიკაობაში გამოვლინდნენ.
გოგონები – 1. ლიზა ლხინაძე (თბილისი), 2. ნატალი ხარაიშვილი (თბილისი), 3. აიდა ალოიანი (სომხდეთი), 3. ელენე ბორჩხაძე (თბილისი).
ბიჭები – 1. ირაკლი მიქელაძე (აჭარა), 2. ლევან ჟიჟიაშვილი (ქუთაისი), 3. ლაშა ამაშუკელი (თბილისი), 3. ნოდარ ბოკერია (თბილისი)
ხვალ, შეჯიბრების დასკვნით დღეს, ჩემპიონები და პრიზიორები დაშნით ფარიკაობაში გამოვლინდებიან.
წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური