სად თამაშობენ ირლანდიელები და სად მოთამაშეები, ეს ყველამ იცის, დღეს კი მატჩი სტანდარტებით წავაგეთ, – განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა დუბლინის „ავივა სტადიონზე“ ირლანდია-საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ.
საქართველო ირლანდიასთან დუბლინის „ავივა სტადიონზე“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დამარცხდა. ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის შეხვედრაზე სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების წაგების მიზეზებზე ილაპარაკა.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვეხმარება გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ძალიან დიდი ტალანტია, უთამაშებელი ოქრიაშვილი ვათამაშეთ. მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერი მოვახერხეთ. მჯერა ჩემი გუნდის და იმის, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან გაიზარდება“, – განაცხადა ვაისმა.
ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მიკ მაკარტი აცხადებს, რომ კარგი ფეხბურთი იყო, სადაც მაყურებელმა სტადიონზე მშვენიერი ატმოსფერო შექმნა.
„საქართველომ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ საბოლოოდ შედეგს მივაღწიეთ და მიხარია, რომ ჯგუფის ლიდერები გავხდით“, – აღნიშნა ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.