22-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ქუთაისელებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს – გიორგი ქიმაძის დარტყმა მეკარე სტეფან სიკაჩმა ცუდად მოიგერია და თორნიკე კაპანაძემ დამატებაზე „დინამოს“ კარი აიღო 0:1.
ამის შემდეგ ორივე გუნდმა საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ „ტორპედო“ უკეთ გამოიყურებოდა და ბურთს უკეთ აკონტროლებდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ქუთასელები მთელი 2 წუთი ბურთს ისე ათამაშებდნენ, დინამოელებმა ვერ აართვეს და კახა ჩხეტიანის გუნდმა ამ ტიკი-ტაკასთვის მაყურებლისგან ტაში დაიმსახურა. ქუთაისელები დაცვაშიც საიმედოდ თამაშობდნენ და საბოლოოდ, გაიმარჯვეს 0:1.
„ტორპედომ“ 30 ტურის შედეგად 55 ქულა დააგროვა, სამეულში დაწინაურდა და „დინამოსთან“ ჩამორჩენა შვიდ ქულამდე შეამცირა, ხოლო „საბურთალოსთან“ – 12 ქულამდე. სეზონში დასრულებამდე ექვსი ტურია დარჩენილი და ქუთაისელებს თეორიული შანსი აქვთ, შარშანდელი ფინიშ გაიმეორონ და ჩემპიონობისთვის იბრძოლონ.
შემდე ტურში ქუთაისელები თბილისის „დინამოს“ მიიღებენ. შეხვედრა „რამაზ შენგელაი-არენაზე“ ოთხ ნოემბერს გაიმართება.