7 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, ევროპის მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
7 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, ევროპის მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

7 სექტემბერს, ევროპის მოედანზე თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 6 სექტემბრის 21:00 საათიდან 7 სექტემბრის 13:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება შეზღუდული იქნება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით.

„სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხენა მოხვევით, ღვინის აღმართის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებებისათვის გადაადგილება ასევე, შესაძლებელი იქნება ევროპის მოედნიდან ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე. აღნიშნული ღონისძიების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით მოხვდება თავისუფლების მოედანზე და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით: ავტობუსები: N102, N301, N305, N309, N325, N331, N333, N337, N344, N345, N350, N371, N393 მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N580“, – აცხადებენ მერიაში.