60 წელს ზემოთ პირებისთვის ვაქცინაციის შემდეგ 200-ლარიან ერთჯერად დანამატთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყება განმარტებას ავრცელებს
60 წელს ზემოთ პირებისთვის ვაქცინაციის შემდეგ 200-ლარიან ერთჯერად დანამატთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყება განმარტებას ავრცელებს

200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

„ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვის განმავლობაში ორჯერ, პირველ და 15 რიცხვში მიეწოდება.

სააგენტო ვაქცინირებული პირისთვის თანხის ჩარიცხვას, ინფორმაციის მიღებიდან, მომდევნო ხუთი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს.

იმ ბენეფიციარების დაფინანსება კი, რომელთა დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ“, – აცხადებენ უწყებაში.