6 და 10 მარტს ავჭალის სტადიონზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ საფრანგეთს შეხვდებიან
6 და 10 მარტს ავჭალის სტადიონზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ საფრანგეთს შეხვდებიან

6 და 10 მარტს საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან ორ სპარინგ-შეხვედრას ჩაატარებს. მატჩები ავჭალის სტადიონზე გაიმართება. ილია მაისურაძის გუნდი მომავალი შეხვედრებისთვის შეკრებაზე დღეს შევიდა. ნაკრებს ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებიც შეუერთდნენ და მწვრთნელებსაც თითქმის ყველა კანდიდატის საქმეში ხილვის შესაძლებლობა ექნებათ. თბილისში არ იმყოფებიან ვანო კარკაძე და თედო აბჟანდაძე, რომლებიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის თამაშებისთვის ემზადებიან.

ფრანგ 20-წლამდელებს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ შარშანაც ეთამაშნენ, როდესაც ჩვენი გუნდი მოსამზადებელ შეკრებაზე „მარკუსიზე“ გაემგზავრა. პირველ მატჩში მასპინძლებმა ანგარიშით 24:19 იმარჯვეს, ხოლო მეორე შეხვედრაში რევანში შედგა და საქართველომ მეტოქეს ანგარიშით 14:0 სძლია.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 4-22 ივნისს არგენტინაში ჩატარდება, ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებს. მანამდე კი ილია მაისურაძის გუნდი აპრილში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება.

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:

შერკინება:
ნიკა ღვალაძე (გრენობლი, 1), გიორგი ახალაძე (მასი, 1), ლუკა ჭელიძე (ტულონი, 1), გიორგი მენაბდე (ბათუმი, 2), საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), ლუკა ნიორაძე (ჯიქი, 2), გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 3), ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი, 3), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, 3), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო, 4-5), ლუკა გელაშვილი (რუსთავი, 4-5), ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5), დავით გვიდიანი (არმაზი, 4-5), ლუკა გელაშვილი (არმია 4-5), გიორგი ნოდია (ყოჩები, 6-7), იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6-7), პაატა ბურჭულაძე (რუსთავი, 6-7), მიხეილ ჩაჩავა (ჯიქი, 6-7), ბექა ყორიაული (ლელო 6-7), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7), საბა ჯღარკავა (ლელო, 6-7), იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6, 7, 8), გიგი ლეშკაშელი (აია, 8);

ხაზი:
მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9), ლუკა მანტკავა (არმაზი, 9), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, 10), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15), სანდრო მარგიანი (აკადემია, 10), ლაშა ლომიძე (აია, 12), ირაკლი სიმსივე (აია, 12-13), დემურ თაფლაძე (ლელო, 13-14), ზაურ ლუტიძე (ხვამლი, 13), ოთარ ლაშხი (ლელო, 11-14), არჩილ ღონღაძე (აია, 11-14), ზურაბ ქავთარაძე (რუსთავი, 11-14), კოტე მარჯანიშვილი (არმაზი, 11-14), ოთარ ძაგნიძე (აია 11-14), გიორგი მიქანაძე (აკადემია, 15), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი 11-15).