55 წლის ასაკში ბურუნდის მოქმედი პრეზიდენტი გარდაიცვალა
55 წლის ასაკში ბურუნდის მოქმედი პრეზიდენტი გარდაიცვალა

55 წლის ასაკში ბურუნდის მოქმედი პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა გარდაიცვალა.

„ბისისის“ ინფორმაციით, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ბურუნდის მთავრობის მიერ გავრცელებული განცახდების თანახმად, პრეზიდენტი საავადმყოფოში, გულის შეტევით დაიღუპა.

პიერ ნკურუნზიზას პრეზიდენტის თანამდებობაზე ვადა აგვისტოში ეწურებოდა. ის მაისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სამთავრობო კანდიდატმა, ევარისტ ნდაიშიმიემ უნდა შეცვალოს.

პიერ ნკურუნზიზა ბურუნდის პრეზიდენტის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებდა.