52 წლის ქეცბაიას გოლი ისევ გააქვს (ვიდეო)
თემურ ქეცბაიამ კარიერა დიდი ხანია დაასრულა, მაგრამ ახლაც თავის გუნდთან, ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ ძველებური შემართებით ვარჯიშობს, თამაშობს და გოლი ისევ გააქვს.
ეს ამბავი „ანორთოსისის“ მორიგ ვარჯიშზე მოხდა – ქეცბაია გუნდს კვიპროსის ჩემპიონატისა და ევროპის ლიგის გათამაშებისთვის ამზადებს და გუნდთან ერთად თავადაც თამაშობდა.
„არ აქვს მნიშვნელობა, კარიერის დასრულებიდან რამდენი წელი გავიდა, არ აქვს მნიშვნელობა, რომ სასწორი სათამაშო ფორმაზე რამდენიმე კილოგრამით ზედმეტს აჩვენებს – ფაქტია, რომ კლასი არ დაუკარგავს. თემურ ქეცბაია კაკოპეტრიაში „ანორთოსისის“ შეკრებაზე გუნდის სხვა წევრებივით ვარჯიშობს და ვიდეოდანაც ჩანს, რომ შესანიშნავი დარტყმა და კარის აღების ალღო შეინარჩუნა“ – წერს გამოცემა „ფაილნიუსი“ (Philenews) და გოლის ვიდეოს აქვეყნებს.