51-ე სკოლის დირექტორი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

18:00, 09.06.2018

51-ე სკოლის დირექტორი შს სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება, – ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.

შსს-ში შესვლამდე სკოლის დირექტორს მანანა თურქაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

​რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მირზა სუბელიანი დააკავა. ამავე საქმეზე კი, 8 ივნისს, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავეს.

მსგავსი