50,000 ევრო დაუშვილში - ქართველით დაინტერესებული ნახევარმცველს სხვაგვარად ვერ გადაიყვანს
50,000 ევრო დაუშვილში - ქართველით დაინტერესებული ნახევარმცველს სხვაგვარად ვერ გადაიყვანს

ბოლო დღეებში მედიაში იწერება, რომ საქართველოს ნაკრების და ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი ახალ სეზონში ნიქოზიას „აპოელში“ გიორგი ქვილითაიას და თორნიკე ოქრიაშვილის თანაგუნდელი გახდება.

ამასთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტები შევიტყვეთ – „ანორთოსისთან“ გაფორმებულ კონტრაქტში კონკრეტული თანხა ფიგურირებს, რომელიც კლუბმა კონტრაქტის გაწყვეტისთვის უნდა მიიღოს.

დაუშვილის ხელშეკრულებაში „ანორთოსისმა“ ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მისი გათავისუფლებისთვის გუნდი 50 000 ევროს მოითხოვს. ამ დროისთვის ოფიციალური წინადადება ქართველის ტრანსფერზე თემურ ქეცბაიას გუნდის ოფისში არ შესულა. მაგრამ „ანორთოსისი“ დაუშვილის წასვლაზე დათანხმდება, თუ ამ თანხას გადაუხდიან.

„ანორთოსისმა“ პოზიცია გუნდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრის კრისტოფერმა გააჟღერა:

„ამ თემაზე ბევრი იწერება, მაგრამ თავად მას არაფერზე ეკითხებიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ორი ფაქტორი. პირველი – დაუშვილს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და გასული წლის ივლისში ხელფასის გაზრდის დაპირებით გააგრძელა. მეორე – არცერთ გუნდს „ანორთოსისისთვის“ მისი ტრანსფერის გამოსყიდვის მოთხოვნით არ მიუმართავს. არ ვმალავთ – იმ შემთხვევაში, თუ შემოვა წინადადება, ჩვენ მოლაპარაკებას დავიწყებთ. ეს ერთადერთი გამოსავალია“.