ცნობილმა რეპერმა 50 Cent-მა განაცხადა, რომ მზად არის დაღესტანში ჩავიდეს და ხაბიბ ნურმაგომედოვთან UFC-დან (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) Bellator-ში (საბრძოლო ორგანიზაცია) გადასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს.
უფრო ადრე ხაბიბი დაიმუქრა UFC-სთან ურთიერთობის გაწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანიზაცია თავისი რიგებიდან ნურმაგომედოვის გუნდის წევრს – ზუიბარ ტუხუგოვს გარიცხავს, რომელიც კონორ მაკგრეგორს დაესხა თავს.
ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის ბრძოლის შემდეგ მომხდარ კონფლიქტში 50 Cent-მა რუს მებრძოლს დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც ხაბიბმა რეპერი დაღესტანში დაპატიჟა.
„ვიღებ ნურმაგომედოვის წინადადება და ვაპირებ მასთან და მის გუნდთან დაღესტანში შეხვედრას. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც სერიალ Power-ზე მუშაობას დავასრულებ“ – დაწერა 50 Cent-მა „ინსტაგრამში.“
ამასობაში, ირკვევა, რომ UFC-მ, შესაძლოა, ნურმაგომედოვს ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ის 350 ათასი დოლარით დააჯარიმოს. ამის შესახებ მებრძოლის მამამ – აბდულმანალ ნურმაგომედოვმა განაცხადა.
„ველოდებით სანქციებს. ვფიქრობ, მას 4-6 თვის ვადით ჩამოაშორებენ ბრძოლებს, აგრეთვე, 350 ათასი დოლარით დააჯარიმებენ. ჩვენ გვყავს მენეჯმენტი, იურისტები, სპეციალისტები. როცა გადაწვეტილებას გამოიტანენ, პასუხს მოვიფიქრებთ.“ – განაცხადა უფროსმა ნურმაგომედოვმა.