5 მატჩი 14 დღეში - სპალეტიმ კვარაცხელია ძირითადში გადატვირთული გრაფიკის გამო არ ათამაშა #1TVSPORT
5 მატჩი 14 დღეში - სპალეტიმ კვარაცხელია ძირითადში გადატვირთული გრაფიკის გამო არ ათამაშა #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სერია „ა“-ს მე-4 ტურის შეხვედრაში „ლეჩესთან“ (1:1) ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ 56-ე წუთიდან ათამაშა, მიზეზი მჭიდრო სათამაშო გრაფიკის გამო როტაციის აუცილებლობა იყო.

ხვიჩა ერთადერთი არ იყო, ვინც სპალეტიმ თავიდან სათადარიგოებში დატოვა. „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი არ დააყენა, რომლებიც წინა ტურებში სათადარიგოებში ჰყავდა ან ახლა დაიმატა. ასეთი სულ 6 მოთამაშე იყო – მატიას ოლივეირა, ლეო ოსტიგორი, ტანგი ნდომბელე, ჯაკომო რასპრადორი, ელიფ ელმასი, მათეო პოლიტანო. ხვიჩას პოზიციიდან ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელი ელმასი უტევდა.

სპალეტის გადაწყვეტილება კვარაცხელიასა და სხვა მოთამაშეების დასვენებაზე ლოგიკური იყო. ამაზე „ნაპოლის“ სათამაშო გრაფიკი მეტყველებს. კლუბს 14 დღეში სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე 5 მატჩის გამართვა მოუწევს.

სერია A 31/08/22

ნაპოლი – ლეჩე 22:45

სერია A 03/09/22

ლაციო-ნაპოლი 22:45

ჩემპიონატის ლიგა 07/09/22

ნაპოლი – ლივერპული 23:00

სერია A 10/09/22

ნაპოლი – სპეცია 17:00

ჩემპიონთა ლიგა 13/09/22

რეინჯერსი – ნაპოლი 23:00