5 ივლისიდან მასწავლებლის გამოცდები იწყება

18:16, 04.07.2026

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იუწყება, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებისთვის საგამოცდო პროცესი 5 ივლისს დაიწყება და 29 ივლისს დასრულდება.

„5 ივლისს  უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩატარდება, რომლისთვისაც  3600-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.

მნიშვნელოვანია, რომ გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და ადგილას.

საგამოცდო ცენტრებში სესიისათვის რეგისტრაცია – 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი