45 ქვეყანა რუსეთს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და მისი მოწამვლის გამოძიებას ითხოვს
45 ქვეყანა რუსეთს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და მისი მოწამვლის გამოძიებას ითხოვს

45 ქვეყანა რუსეთს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და მისი მოწამვლის გამოძიებას ითხოვს. ერთობლივი განცხადება ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოში პოლონეთის წარმომადგენელმა წაიკითხა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან იყო მიუღებელი და პოლიტიკურად მოტივირებული. განცხადების ხელმომწერებს შორის არიან ევროპის ქვეყნები, აშშ, ავსტრალია, კანადა და იაპონია.

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი და ყველა უკანონოდ ან თვითნებურად დაკავებული, მათ შორის ისინი, ვინც დააკავეს მშვიდობიანი შეკრების, გამოხატვის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლებების განხორციელებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე დემონსტრანტების დაკავების გამო.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნის საქმის გამო აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციების დაუწესა.