პარლამენტის შენობასთან განთავსებულ კარავთან თანხის შესაგროვებლად ყუთი დაიდგმება
პარლამენტის შენობასთან განთავსებულ კარავთან თანხის შესაგროვებლად ყუთი დაიდგმება

პარლამენტის შენობასთან განთავსებულ კარავთან თანხის შესაგროვებლად სპეციალური ყუთი განთავსდება, – ამის შესახებ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ განაცხადა.

კუპრავას თქმით, მათთან ძალიან ბევრი ადამიანი მიდის და ფულს ჩუქნის, „ხელში ფულის გადაცემამ კი, ძველი დრო გაახსენა“.

„ამიტომ, ერთ-ერთ კარავთან განთავსდება სპეციალური ყუთი, სადაც ყველას საშუალება ექნება, ნებისმიერი თანხა შესწიროს „დათო სარალიძის​ ფონდს“. კარვის შესასვლელში ვაპირებთ დავდგათ ყუთი, სადაც ყველა მსურველი შეძლებს, ჩაყაროს 5 თეთრიდან დაწყებული, ბიძინას ბიუჯეტამდე, რამდენიც უნდათ, იმდენი. ბიძინას ბიუჯეტი რომ ჩაცვივდება, მერე თავად ბიძინაც დაისვენებს, კვირიკაშვილიც, შოთაძეც, ჩვენც და ქვეყანაც. ყველა ერთად დავისვენებთ, საერთოდ. ამიტომ, მოვუწოდებ ბიძინას, თავისი 7 მილიარდი ჩაყაროს დათუჩა სარალიძის ფონდში“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.