42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან
42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან

42 ქვეყანა, და მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან. შესაბამისი მიმართვა ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროკავშირის დელეგაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარის ატომურ სადგურზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ბირთვული უსაფრთხოების პრინციპებს. განცხადებას ხელს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანასთან ერთად აწერს აშშ, ბრიტანეთი, ნორვეგია, თურქეთი, მოლდოვა და საქართველოც.

ხელმომწერი ქვეყნები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის უხეშ დარღვევას.

„რუსი სამხედროების და შეიარაღების განთავსება ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მიუღებელია და წარმოადგენს უსაფრთხოების პრინციპებისა და რისკების პრევენციის იგნორირებას, რომელთა პატივისცემის ვალდებულება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყველა წევრმა ქვეყანამ აიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი შეჭრა უკრაინაში და ატომურ სადგურზე რუსი სამხედროების ყოფნა ბირთვული ინციდენტების საფრთხეს ზრდის.

ისინი ასევე გმობენ რუსეთის მცდელობას, დეზინფორმაციით გაამართლონ საკუთარი უკანონო ქმედებები უკრაინაში.