„მილანის“ ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიწვევა მიიღო შვედეთის ნაკრებში ევრო 2024-ის შესარჩევის პირველ ორ ტურში სათამაშოდ – ბელგიისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.
41 წლის ფეხბურთელს გასული წლის მარტის შემდეგ არ უთამაშია ნაკრებში – მაშინ ზლატანმა 11 წუთი დაჰყო მოედანზე პოლონეთის წინააღმდეგ.
იბრაჰიმოვიჩმა ამ სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა. მას გაუცდა 2022 წლის მაისიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდი და ამის შემდეგ სამი მატჩი ჩაატარა.
„ზლატანი მხნედ გრძნობს თავს და კარგ ფორმაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ უთამაშია. ვფიქრობ, მას შეუძლია სასარგებლო იყოს“, – განაცხადა შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა.