41 წლის იბრაჰიმოვიჩი „მონცას“ შეუთანხმდა #1TVSPORT
41 წლის იბრაჰიმოვიჩი „მონცას“ შეუთანხმდა #1TVSPORT

„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დიდი ალბათობით, დატოვებს კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ.

41 წლის შვედმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა და არ გააგრძელებს კონტრაქტს „მილანთან“.

როგორც ფრანგული გამოცემა Foot Mercato წერს, იბრაჰიმოვიჩს ზეპირი შეთანხმება აქვს „მონცასთან“, რომლის მფლობელია „მილანის“ ყოფილი პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი.

სერია A-ს 33 ტურის შემდეგ „მონცა“ მე-11 ადგილზეა გათამაშების ცხრილში.