41 წლის ბუფონი „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გასაგრძელებლად ემზადება
41 წლის ბუფონი „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გასაგრძელებლად ემზადება

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა, კონტრაქტი გააფორმოს თავის ამჟამინდელ კლუბთან.

წყაროს ცნობით, 41 წლის ფეხბურთელი არ გეგმავს კარიერის დასრულებას და სურს ტურინელებთან ხელშეკრულების გაგრძელება 2021 წლის ზაფხულამდე. კლუბიც არ არის წინააღმდეგი გააგრძელოს თანამშრომლობა ლეგენდარულ ვეტერანთან.

მიმდინარე კონტრაქტი მხარეებს შორის 2019-20 წლების სეზონის შემდეგ იწურება.

აღვნიშნავთ, რომ ბუფონი ახლოს არის იმასთან, რომ დაეწიოს „მილანის“ ლეგენდარულ მცველს პაოლო მალდინის სერია A-ში მატჩების რაოდენობით. თუ მეკარე გამოჩნდება მინდორზე მე-17 ტურში „სამპდორიას“ წინააღმდეგ, მისთვის ეს იქნება 647-ე თამაში იტალიის ჩემპიონატში.