გიორგი ჩაკვეტაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. ბელგიის ჩემპიონატში „გენტის“ ქართველმა შემტევმა ბოლო სამ ტურში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა.
გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი გასვლაზე „მუსკრონს“ ეწვია და ახალი მთავარი მწვრთნელის, ჯეს ტორუპის დანიშვნის შემდეგ, პირველად წააგო – 1:3.
„გენტი“ 0:3-ს აგებდა, 89-ე წუთზე კი გიორგი ჩაკვეტაძემ პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქისრა 1:3. სულ, ბოლო ოთხ შეხვედრაში, 19 წლის ქართველის ანგარიშზე ოთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
ბელგიის ჩემპიონატში 15 ტური დასრულდა. „გენტს“ 20 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება.