მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი არ გეგმავს კარიერის დასრულებას 2024-25 წლების სეზონის შემდეგ.
როგორც ჟურნალისტი ხოსე ფელიქს დიასი წერს, 39 წლის ხორვატს სურს, დაამტკიცოს გუნდისთვის თავისი მნიშვნელობა და იმედოვნებს მადრიდელებთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას.
აღნიშნავენ, რომ მოდრიჩი ვარაუდობს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას და უნდა, იმ მომენტისთვის „რეალის“ ფეხბურთელად დარჩეს.
მოდრიჩი „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.