ხორვატიის საფეხბურთო კავშირმა გამოაქვეყნა ეროვნული ნაკრების განაცხადი ერთა ლიგის სექტემბრის მატჩებისთვის.
24-კაციან სიაში მოხვდა „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, რომელიც 9 სექტემბერს 39 წლის გახდება.
სექტემბრის დასაწყისში ხორვატიის ნაკრები ორ მატჩს ჩაატარებს ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე: 5 სექტემბერს პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს, 8 სექტემბერს კი პოლონეთს შეხვდება.