38 წლის მილან ბაროშმა კარიერა დაასრულა
38 წლის მილან ბაროშმა კარიერა დაასრულა

ჩეხური „ბანიკის“ ფორვარდმა მილან ბაროშმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„გონებაში მსურს თამაშის გაგრძელება, მაგრამ სხეულმა მიმითითა დასრულების შესახებ. დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ორგანიზმი ვეღარ მუშაობს ისე, როგორც მე ვიყავი მიჩვეული და როგორც საჭირო იყო კარგი თამაშისთვის. ჩემთვის მტკივნეულია იმის გაფიქრება, რომ აღარ შემიძლია არც თამაში და არც ვარჯიში“, – განაცხადა 38 წლის ფეხბურთელმა.

მილან ბაროში ცნობილია „ლივერპულში“ (2002-05), „ასტონ ვილასა“ (2005-07) და „ლიონში“ (2007-08) თამაშით. 41 გოლით ის ჩეხეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ევრო 2004-ზე ფორვარდი ტურნირის საუკეთესო გოლეადორი გახდა და თავის გუნდს ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში დაეხმარა.