„ბოკა ხუნიორსის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ფორვარდ ედინსონ კავანისთან.
37 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა არგენტინულ კლუბთან 2026 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება.
კავანი „ბოკა ხუნიორსში“ 2023 წლის ივლისში გადავიდა. მან ამ გუნდში ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.