35 წლის ლორისმა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
35 წლის ლორისმა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების მეკარემ უგო ლორისმა 2.5 წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება „ტოტენჰემთან“. 35 წლის ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში მინიმუმ 2024 წლის ზაფხულამდე ითამაშებს, – წერს „ტოტენჰემის“ პრესსამსახური.

ლორისი „ტოტენჰემში“ 2012 წელს „ლიონიდან“ გადავიდა. მას შემდეგ მან ლონდონელთა რიგებში 395 მატჩი ჩაატარა. 2014 წლიდან ფრანგი გუნდის კაპიტანია.

ამ სეზონში ლორისმა „ტოტენჰემში“ 22 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაუშვა.