სირიის ჰომსის პროვინციაში სარაკეტო იერიში განხორციელდა
სირიის ჰომსის პროვინციაში  სარაკეტო იერიში განხორციელდა

სირიის ჰომსის პროვინციაში „შაირათის“ ავიაბაზის მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა. სირიის სამთავრობო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემამ 10 რაკეტა ჩამოაგდო. მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გამოცემა Al Masdar-ის მიერ გავრცელებული ცნობით, დაბომბვის უკან ისრაელი დგას. სირიის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და სამხედრო თვითმფრინავების მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ლიბანური მედიასაშუალების, Al Mayadeen-ის ინფორმაციით, პარალელურად სარაკეტო იერიში განხორციელდა დამასკოს სამხრეთით „დუმეირის“ სამხედრო ბაზაზეც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაკეტები სირიის საჰაერო სივრცეში ლიბანის ტერიტორიიდან გაუშვეს. დაბომბვა იმ დროს მოხდა, როდესაც აღნიშნული რაიონებიდან ამბოხებული მებრძოლების გასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.