ვეტერანმა გერმანელმა მცველმა, მატს ჰუმელსმა კონტრაქტი გააგრძელა „დორტმუნდთან“, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური.
34 წლის ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
ამ სეზონში ჰუმელსმა ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.