დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს შორის სირიის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა
დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს შორის სირიის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას სირიის საკითხი და სამომავლო ნაბიჯები განიხილა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განუცხადა.

შეკითხვაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს ვაშინგტონი სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საპასუხოდ, სარა სანდერსმა აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან განიხილავს.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა სირიის საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთანაც განიხილა.

როგორც Reuters-ი წერს, სატელეფონო საუბრისას მაკრონმა წუხილი გამოთქვა, რომ რუსეთმა სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გამოძიების შესახებ აშშ-ის რეზოლუციას ვეტო დაადო. ამას გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა სირიაში მშვიდობის დასამყარებლად რუსეთთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

11 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ რუსეთი სირიაზე სარაკეტო დარტყმებისთვის უნდა მოემზადოს.