ოპოზიციის 31 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი მონაწილე რაფიკ ორუჯოვი, რომლის ავტომობილიდანაც ამოღებულია ელექტროშოკი, სუს-ში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს

12:05, 03.11.2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოპოზიციის 31 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი მონაწილე რაფიკ ორუჯოვი მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს.

არსებული ინფორმაციით, ის მონაწილეობდა 31 ოქტომბერს ოპოზიციის აქციაში და მისი ავტომობილიდან ამოღებულია ელექტროშოკი.

რა მუხლით აწარმოებს გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ.

არსებული ინფორმაციით, დღესვე სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში აქციის მონაწილე სხვა პირებიც შეიძლება გამოკითხონ.

მსგავსი