31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე მსურველებს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ

10:04, 31.12.2020

დღეიდან 7 იანვრამდე ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.

„31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ წელს და სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ!“, – აღნიშნულია პოსტში.

✨31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის…

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on Wednesday, December 30, 2020

მსგავსი