29 მონაწილე ცნობილია, რჩება შვიდი ვაკანტური საგზური - ყველაფერი 2025-26 წლების ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე #1TVSPORT
2024-25 წლების საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ ცნობილია ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების 36-დან 29 მონაწილე. ძირითადი რაუნდის კიდევ შვიდი საგზური ოთხრაუნდიანი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ გათამაშდება.
ძირითადი ეტაპი (ცნობილია 36 გუნდიდან 29)
ინგლისი – ტოტენჰემი, ლივერპული, არსენალი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, ნიუკასლი
ესპანეთი – ბარსელონა, რეალი, ატლეტიკო, ბილბაო, ვილიარეალი
იტალია – ნაპოლი, ინტერი, ატალანტა, იუვენტუსი
გერმანია – ბაიერნი, ლევერკუზენი, აინტრახტი, დორტმუნდი
საფრანგეთი – პარი სენ-ჟერმენი, მარსელი, მონაკო
ნიდერლანდები – ეინდჰოვენი, აიაქსი
პორტუგალია – სპორტინგი
ბელგია – უნიონი
თურქეთი – გალათასარაი
ჩეხეთი – სლავია
საბერძნეთი – ოლიმპიაკოსი
I საკვალიფიკაციო ეტაპი (28 გუნდი)
მალმიო (შვედეთი), სტიაუა (რუმინეთი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ოლიმპია (სლოვენია), მილსამი (მოლდოვა), დრიტა (კოსოვო), ქაირათი (ყაზახეთი), კუოპიო (ფინეთი), შელბურნი (ირლანდია), ნოა (სომხეთი), რიგასი (ლატვია), ვიკინგური (ფარერები), ჟრინსკი (ბოსნია), ბრეიდაბლიკი (ისლანდია), ლინფილდი (ჩრ. ირლანდია), დიფერდანჟი (ლუქსემბურგი), ჟალგირისი (ლიეტუვა), ჰამრუნი (მალტა), იბერია 1999 (საქართველო), ეგნატია (ალბანეთი), ლევადია (ესტონეთი), დინამო (ბელარუსი), შკენდია (მაკედონია), ინტერი (ანდორა), ნიუ საინტსი (უელსი), ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო), ლინკოლნი (გიბრალტარი), ვირტუსი (სან მარინო).
წილისყრა: 17 ივნისი.
პირველი მატჩები: 8-9 ივლისი, განმეორებითი მატჩები: 15-16 ივლისი
II საკვალიფიკაციო ეტაპი (30)
ჩემპიონთა გზა (24)
კოპენჰაგენი (დანია), მაკაბი (თ-ა, ისრაელი), დინამო (უკრაინა), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), რიეკა (ხორვატია), ლეხი (პოლონეთი), პაფოსი (კვიპროსი), ფერენცვაროში (უნგრეთი), ყარაბახი (აზერბაიჯანი), სლოვანი (სლოვაკეთი).
ამ 10 გუნდს დაემატება I საკვალიფიკაციო ეტაპის 14 გამარჯვებული.
ლიგის გზა (6)
პლზენი (ჩეხეთი), რეინჯერსი (შოტლანდია), სერვეტი (შვეიცარია), ზალცბურგი (ავსტრია), ბრანი (ნორვეგია), პანათინაიკოსი (საბერძნეთი).
წილისყრა: 18 ივნისი
პირველი მატჩები: 22-23 ივლისი, განმეორებითი მატჩები: 29-30 ივლისი
III საკვალიფიკაციო ეტაპი (20)
ჩემპიონთა გზა (12)
II საკვალიფიკაციო ეტაპის 12 გამარჯვებული.
ლიგის გზა (8)
ნიცა (საფრანგეთი), ფეიენოორდი (ნიდერლანდები), ბენფიკა (პორტუგალია), ბრიუგე (ბელგია), ფენერბახჩე (თურქეთი).
ამ 5 გუნდს დაემატება II საკვალიფიკაციო ეტაპის 3 გამარჯვებული.
წილისყრა: 21 ივლისი
პირველი მატჩები: 5–6 აგვისტო, განმეორებითი მატჩები: 12 აგვისტო
პლეი ოფი (14)
ჩემპიონთა გზა (10)
სელტიკი (შოტლანდია), ბაზელი (შვეიცარია), შტურმი (ავსტრია), ბოდო გლიმტი (ნორვეგია).
ამ 4 გუნდს დაემატება III საკვალიფიკაციო ეტაპის 6 გამარჯვებული.
ლიგის გზა (4)
III საკვალიფიკაციო ეტაპის 4 გამარჯვებული.
წილისყრა: 4 აგვისტო
პირველი მატჩები: 19–20 აგვისტო, განმეორებითი მატჩები: 26–27 აგვისტო