28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 21:00-დან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამე
28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 21:00-დან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამე

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

ახალი შეზღუდვების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საკოორდიანციო საბჭომ დღეს გაავრცელა. რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

დატოვე კომენტარი