28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან
28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.