28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ღია და დახურული ბაზრობები არ იმუშავებენ, შეზღუდვა არ ეხება აგრარულ ბაზრებს
28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ღია და დახურული ბაზრობები არ იმუშავებენ, შეზღუდვა არ ეხება აგრარულ ბაზრებს

საკოორდიანციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ღია და დახურული ბაზრობები არ იმუშავებენ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე