28 მორაგბით სამხრეთ აფრიკაში - 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემდგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და საერთაშორისო სერიის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც, საქართველოს გარდა, სამხრეთ აფრიკის ორი ნაკრები, ასევე ინგლისი, საფრანგეთი და ირლანდია ითამაშებენ.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა აღნიშნული საერთაშორისო სერიისთვის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
შემადგენლობაში 15 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა, მათგან ხუთი ლეგიონერია. ანრი შველიძე („ბრივი“, საფრანგეთი), გიორგი ტურაშვილი („იფსვიჩი“, ინგლისი) და ლევან ეზიეშვილი („კლერმონი“, საფრანგეთი) პირველხაზელები არიან, ნიკოლოზ ჩხორთოლია („კლერმონი“, საფრანგეთი) – მეორე, ხოლო ლუკა საღინაძე („ლიონი“, საფრანგეთი) მესამე ხაზში თამაშობს.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკაში 6 აგვისტოს გაემგზავრებიან. 12 და 16 აგვისტოს მათი მეტოქე სამხრეთ აფრიკის A ნაკრები იქნება, ხოლო 20 აგვისტოს საფრანგეთს შეხვდებიან.
უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა
შერკინება: ნიკოლოზ ოლქიშვილი, დაჩი ჭელიძე, დავით არჩვაძე, დავით ბარამია, მიხეილ შიოშვილი (ყევლა – „ლელო“), ანრი შველიძე („ბრივი“, საფრანგეთი), გიორგი ტურაშვილი („იფსვიჩი“, ინგლისი), ლევან ეზიეშვილი, ნიკოლოზ ჩხორთოლია (ორივე – „კლერმონი“, საფრანგეთი), ნიკოლოზ კუმარიტოვი („ლოკომოტივი“), გიორგი მეფარიშვილი, ლუკა გაბუნია (ორივე – „აია“), ლუკა საღინაძე („ლიონი“, საფრანგეთი), გიორგი ზაზაძე („ხარები“), გიორგი არძენაძე (ჩაქვი);
ხაზი: თემურ ძოძუაშვილი, გოგა უშვერიძე, საბა შარვაშიძე (ყველა – „აია“), დავით წიკლაური, ლუკა თვაური, გიგა ყიფშიძე (ყველა – „ხვამლი“), გიგი სირბილაძე, იოანე ბასილაია, ნიკოლოზ ხალვაში (ყველა – „ლელო“), დავით ბარბაქაძე („არმია“), დავით არავიაშვილი („არმაზი“), ლეონიდე სალდაძე („ლოკომოტივი“), გივი სოსელია („კოლხი რაინდები“),
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
18-წლამდელების საერთაშორისო სერია
12 აგვისტო. ორშაბათი
სამხრეთ აფრიკა A – საქართველო (13:30, თბილისის დროით)
ინგლისი – ირლანდია (15:30)
სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთი (17:30)
16 აგვისტო. პარასკევი.
ინგლისი – საფრანგეთი (13:30)
საქართველო – სამხრეთ აფრიკა A (15:30)
სამხრეთ აფრიკა – ირლანდია (17:30)
20 აგვისტო. სამშაბათი
ირლანდია – სამხრეთ აფრიკა A (13:30)
სამხრეთ აფრიკა – ინგლისი (15:30)
საფრანგეთი – საქართველო (17:30)