27 ივლისიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება
27 ივლისიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება

27 ივლისიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება. შეთანხმება უკრაინის, რუსეთისა და ეუთო-ს მომლაპარაკებლებს შორის დღეს შედგა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შეთანხმება უკრაინის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოსარგებლე სეპარატისტულ ძალებს შორის ცეცხლის სრულად შეწყვეტას გულისხმობს.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი 2014 წლიდან მიმდინარეობს და მას სულ მცირე 13 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.