კომენდანტის საათი ძალაში რჩება
კომენდანტის საათი ძალაში რჩება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომენდანტის საათი ძალაში რჩება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.

27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია.

კომენდანტის საათი ძალაში რჩება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.