27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა
27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა

27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 27 აპრილიდან ასევე სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.

„გარდა ამისა, სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება. სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა. საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.