26 სექტემბრიდან ესპანეთის ქალაქი სიტჯესი ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს #1TVSPORT
ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ამჯერად განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. 12 მონაწილე გუნდი თანაბარი ძალის შესაბამისად ორ ქვეჯგუფში გადანაწილდა. ნაკრებები წრიული სისტემით ხუთ ტურად ითამაშებენ. ქვეჯგუფების 4-4 საუკეთესო გუნდი კი „ნოკაუტ-სისტემით“ უკვე პლეი ოფში იასპარეზებს.
27,28,29 სექტემბერს შესარჩევი ქვეჯგუფის თამაშები ჩატარდება.
30 სექტემბერს 1/4 ფინალური პარტიები გათამაშდება. პირველ ოქტომბერს 1/2 ფინალური, ხოლო ორ ოქტომბერს ფინალური პაექრობა ჩატარდება.
ჩემპიონატის მონაწილე გუნდები
საქართველო
აზერბაიჯანი
გერმანია
ინდოეთი
ესპანეთი
ყაზახეთი
პოლონეთი
ამერიკის საჭადრაკო ფედერაციების ნაკრები
უკრაინა
სომხეთი
საფრანგეთი
რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გუნდი
მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:
1.ნანა ძაგნიძე (2455)
2.ნინო ბაციაშვილი(2371)
3.ლელა ჯავახიშვილი (2364)
4.მერი არაბიძე (2434)
5.სალომე მელია (2271)
გუნდის კაპიტანი – დავით ჯოჯუა.
მთავარი მწვრთნელი – ელიზბარ უბილავა.