26 მარტს საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდებიან

18:45, 25.03.2025

26 მარტს ერთმანეთს საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ელისეის სასახლე ავრცელებს.

მაკრონსა და ზელენსკის შორის შეხვედრა პარიზში, ელისეის სასახლეში გაიმართება.

ლიდერები განიხილავენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ინიციატივას „მსურველთა კოალიციის“ შესახებ.

მსგავსი