26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება

11:18, 20.05.2019

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20 მაისს, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით,  რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 26 მაისის ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება.

მსგავსი