26 მაისი თავისუფლების მოედანზე [ფოტო, ვიდეო]

13:00, 26.05.2026

თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

დღეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.

ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

26 მაისს ტრადიციულად მოეწყო სამხედრო სივრცეები და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება.

მსგავსი