26-ე მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქები შედის, შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
26-ე მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქები შედის, შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

26-ე მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქები შედის, შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

პარლამენტარის მანდატისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: ბესიკ წულეისკირი – პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოდან “ და გიორგი ხახუბია – „ქართული ოცნებიდან.“

არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება.

ფოთში 17-ივე საარჩევნო უბანი 06:45 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყო. ამასთან, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შეფერხება, რაც ხმის დამთვლელ აპარტთან იყო დაკავშირებული. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას ინფორმაციით, შედგა შესაბამისი აქტები. მისივე თქმით, პრობლემა მალევე აღმოიფხვრა და აღნიშნულ შეფერხებას არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენა არ მოუხდენია.

26-ე მაჟრიტარულ ოლქში, რომელშიც ფოთის 70-ე, სენაკის 64-ე და ხობის 66-ე ოლქები შედის, სულ 105 404 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში – 17, სენაკის 64-ე ოლქში – 34, ხოლო ხობის 66-ე ოლქში 24 უბანია გახსნილი.

26-ე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.