257 გოლი 14 მატჩში – ბენფიკას ქალთა გუნდის ახალი რეკორდი
ბენფიკას ქალთა გუნდმა, რომელიც პორტუგალიის ქალთა საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონში გამოდის, ახალი რეკორდი დაამყარა: 14 მატჩში ლისაბონელებმა 257 გოლი გაიტანეს, არც ერთი არ გაუშვეს და ბოლო მატჩში 32-0 გაანადგურეს ქალაქ პეგუს საფეხბურთო კლუბი.
ბრაზილიელმა ფორვარდმა დარლენ დე სოუზა რეგერამ ამ მატჩში ათი გოლი გაიტანა, მთლიანობაში კი, ყველა ტურნირში, 81 გოლი დაუგროვდა.
როგორც ახლადშექმნილი გუნდი, ბენფიკა ვალდებულია ასპარეზობა დაბალი ლიგიდან დაიწყოს და უმაღლეს ლიგაში გამოსვლის უფლება მოიპოვოს.
როგორც ჩანს, მეორე ლიგის სხვა გუნდებისთვის დედაქალაქელები ზედმეტად ძლიერები აღმოჩნდნენ.