უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა თავისი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. მასზე განხილული იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის გარშემო შექმნილი სიტუაცია.
სხდომა 25 თებერვალს, თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება.
უეფა-ს განცხადებაში წერია, რომ აღმასკომი შეაფასებს სიტუაციას და მიიღებს ყველა საჭირო გადაწყვეტილებას.