25 თებერვალს უეფა-ს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა თავისი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. მასზე განხილული იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის გარშემო შექმნილი სიტუაცია.
სხდომა 25 თებერვალს, თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება.
https://twitter.com/UEFA/status/1496805347096502279?ref_src=twsrc%5Egoogle%7Ctwcamp%5Eserp%7Ctwgr%5Etweet
უეფა-ს განცხადებაში წერია, რომ აღმასკომი შეაფასებს სიტუაციას და მიიღებს ყველა საჭირო გადაწყვეტილებას.